სიახლეები

გზების რეაბილიტაციისა და გაზიფიცირების სამუშაოები ხონში

2 აგვისტო, 2015

ხონის მუნიციპალიტეტში შიდა გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და გამგებელი ჯემალ მებუკე გაეცნენ.

მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ერთდროულად რამდენიმე ქუჩაზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. გზის საერთო სიგრძე 4 კილომეტრზე მეტია და მისი მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაახლოებით 700 000 ლარით ფინანსდება.

ქალაქ ხონში, ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი. 4 ქუჩაზე უკვე დასასრულს უახლოვდება გაზის მილების დამონტაჟების სამუშაოები. ხონში 70 000 მ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა ერთ თვეში დასრულდება და ბუნებრივი აირით 4 273 ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი.