სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული სამი თასის – ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და უეფას სუპერ თასების საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართა. თასის წარდგენის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღეს.
მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს ევროპის საფეხბურთო თასების ნახვისა და ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ.
სუპერთასის საორგანიზაციო ჯგუფი მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუთაისის გარდა, 10 ქალაქს თასთან ერთად მოივლის. აგვისტოს დასაწყისში კი მთავარი სპორტული მოვლენა კვალვ თბილისში გადაინაცვლებს.
უეფას სუპერთასის მატჩი 2015 წლის 11 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგისა და უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულები შეხვდებიან.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |