სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
შ.პ.ს. მულტიპროფილურ ჰოსპიტალ "მედიქალსიტსა" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობა ჩართულ მხარეებთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა მიიღეს. შეთანხმების მიხედვით, ჰოსპიტალი დევნილის სტატუსის მქონე პირებს 1 წლის განმავლობაში ოფთალმოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებს.
სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები "მედიქალსიტიში" C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევის აქციაშიც ჩაერთნენ და პროცესის მიმდინარეობას გაეცნენ. აქცია იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში უკვე მეოთხე დღეა, რაც წარმატებით ხორციელდება.
დღესვე, "მედიქალსიტსა" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დადებული შეთანხმების საფუძველზე, "მედიქალსიტი" რეზიდენტებისთვის კლინიკური ბაზა გახდება, სადაც ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული პროფესორები ასწავლიან.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |