სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა მედია ტურის ფარგლებში, იმერეთში დისლოცირებული სამხედრო ბაზები დაათვალიერა. კოპიტნარში საჰაერო თავდაცვის ბრიგადის ქვედანაყოფისა და ქუთაისის მე–3 ქვეით ბრიგადაში სტუმრობის შემდეგ მინისტრი ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში მივიდა, სადაც ლექცია გაიმართა თემაზე: ,,სამოქალაქო თავდაცვა და სამხედრო განათლება".
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ვიცე–გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |