სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2015 წელს 8 514 045 ლარი დაიხარჯება. მხარის 11 მუნიციპალიტეტში 1 380 პროექტი განხორციელდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, რომლებსაც მოსახლეობის უმრავლესობა სოფლის კრებაზე თავად ირჩევს. თითოეული სოფლისათვის გამოყოფილი თანხის რაოდენობას ადგილობრივ მცხოვრებელთა რიცხვი განსაზღვრავს. პროგრამის ბიუჯეტისოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურისაჭიროებების დასაფინანსებლად უნდა იყოს მიმართული.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოიკვეთა. სოფლის მოსახლეობა უპირატესობას რიტუალების სახლების, ბიბლიოთეკების, სოფლის კლუბებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობას ანიჭებს. ასევე, ხშირად არჩეულ პროექტებს შორის არის: სარწყავი და სანიაღვრე არხების, სკვერებისა და გარე განათებების მოწყობა, სოფლამდე მისასვლელი გზების მოხრეშვა და სასმელი წყლის ავზების მშენებლობა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის, რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდების გარდა, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების კიდევ ერთ დამატებით წყაროს წარმოადგენს.
2015 წელს სოფლის მხარდაჭერის 50–მილიონიანი პროგრამის მეხუთე ეტაპი დაიწყო. პროგრამა უპრეცედენტოდ გამჭვირვალედ და მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობით მიმდინარეობს.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |