სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ჭიათურის მუნიციპალიტეტში სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლის "ჩანგის" კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და გამგებელი სულხან მახათაძე ესწრებოდნენ.
"ჩანგი" მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი რეპერტუარით წარსდგა. ჭიათურის დრამატული თეატრის სცენაზე ანსამბლის წევრებმა სხვადასხვა ქორეოგრაფიული და სასიმღერო ნომრები შეასრულეს.
კონცერტის ბოლოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის პრეზიდენტმა "ჩანგის" მთავარი ქორეოგრაფი თამაზ ბრეგვაძე, ქართულ საცეკვაო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სიგელით დააჯილდოვა. შეკრებილ საზოგადოებას სცენიდან მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმაც მიმართეს. იმერეთის გუბერნატორის განცხადებით, ხელისუფლება მსგავსი ტიპის ანსამბლებს შემდგომი განვითარებისა და წარმატებისთვის მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა უკვე დაიწყო, ჭიათურის გამგეობამ "ჩანგის" მოცეკვავეებსა და მომღერლებს ახალი საკონცერტო ფორმები შეუძინა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორულ ანსამბლ "ჩანგს" არსებობის 36 წლიანი ისტორია აქვს. ანსამბლი ამ ხნის განმავლობაში არაერთ კონკურსსა და ფესტივალში იღებდა მონაწილეობას. "ჩანგს", ასევე ოქროს მედალი აქვს აღებული საუკეთესო ფოლკლორული ნიმუშებისთვის.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |