სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
C ჰეპატიტის უფასო სკრინინგ აქცია იმერეთშიც დაიწყო. მხარის 12–ვე მუნიციპალიტეტში პაციენტები სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებენ.
რეგიონში პირველი აქცია თერჯოლის მუნიციპალიტეტში გაიმართა. მობილური ლაბორატორიის მეშვეობით 250–მდე პაციენტმა C ჰეპატიტზე უფასო სამედიცინო კვლევები ჩაიტარა. პარალელურად სამედიცინო დახმარება ზესტაფონის მუნიციპალიტეტშიც განხორციელდა. დილის 10 საათიდან 5 საათამდე მომსახურება 300–ზე მეტმა ადგილობრივმამიიღო.პაციენტებმა ჩატარებული კვლევის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს უნდა წარუდგინონ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, C ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 ივლისს დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდება.
![]() |
თებერვალი 2025 | ![]() |
||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 |