სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრებს აგრძელებს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, საჩხერისა და ხარაგულის მუნიციპალიტეტებში აღნიშნული მიმართულებით არსებული პრობლემები შეისწავლეს. მხარის პირველმა პირებმა სოციალური სააგენტოს თანამშრომლებს შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს.
ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სოციალური მომსახურების სააგენტომ ბენეფიციარების შეფასების კრიტერიუმების ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავა. ცვლილებების თანახმად, ქულის მინიჭების პროცესში აგენტის მონაწილეობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
ახალი მეთოდოლოგიით სოციალური დაუცველი ოჯახები სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ დახმარებას შემდეგი პრინციპით მიიღებენ:
30 000 – მდე ქულაზე ოჯახის თითოეულ წევრზე 60 ლარი გაიცემა, 30 000 – დან 57 000 – მდე 50 ლარი, 57 000 – დან 60 000 – მდე 40 ლარი, 60 000 – დან 65 000 – მდე 30 ლარი, ხოლო 100 000 – მდე ქულის მქონე ოჯახების 16 წლამდე ასაკის ბავშვებს 10 ლარი დაემატებათ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |