სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ცენტრალური ბიბლიოთეკის ახალი შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება. მიმდინარე სამუშაოები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
ხარაგაულში ამ დრომდე ბიბლიოთეკა არასტანდარტულ შენობაში იყო განთავსებული, სადაც თანამშრომლებისა და მკითველებისთავის შესაბამისი პირობები არ არსებობდა.
ახალი ბიბლიოთეკა გაცილებით დიდ ფართში განთავსდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა. შენობაში სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზებიც იფუნქციონირებს. ბიბლიოთეკაში მომხმარებელს 27 000 წიგნიდან შეეძლება არჩევანის გაკეთება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 92 223 ლარით დაფინანსდა.
ახლადაშენებული ბიბლიოთეკის ბაზაზე, ასევე საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრი შეიქმნება. საქართველოს მასშტაბით, აღნიშნული ტიპის დაწესებულებები 500 ბიბლიოთეკის ბაზაზე ამოქმედდება. პირველი საპილოტე პროექტის განხორციელება ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან დაიწყება.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |