სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებიც იყვნენ შეკრებილები, ქუთაისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მოძღვარმა მამა გიორგიმ კი დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ქუთაისში რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი მუხნარის ტყე–პარკში იმ ადგილას მდებარეობს, სადაც 78 წლის წინ ასობით ადამიანი დახვრიტეს.
პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს 1937 წელს მიაღწია. ქუთაისში რეპრესიებს მწერლები, მეცნიერები, და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ემსვერპლნენ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |