სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური აღჭურვა გრძელდება. ქალაქ ქუთაისის მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონულ ცენტრს ახალი კარდიოგრაფები გადასცა. ღონისძიებას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ქალაქ ქუთაისის მერი ესწრებოდნენ.
კარდიოგრაფები სასწრაფო დახმარების 10 მანქანაში დამონტაჟდა, ახალი აპარატურით ეტაპობრივად ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ყველა ეკიპაჟი აღიჭურვება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით კარდიოგრაფები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებს მიმდინარე წლის ბოლომდე გადაეცემა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |