სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
მუნიციპალიტეტში ერთდროულად რამდენიმე მასშტაბურ პროექტი ხორციელდება. უკვე დაწყებულია ბაზალეთი-უბისის დამაკავშირებელი გზის მოასფალტება, 2 კმი – იან მონაკვეთზე სამუშაოები მომავალ წელს დასრულდება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 600 000 ლარს შეადგენს. ბაზალეთი-უბისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთი ამ დრომდე ამორტიზებული იყო, რაც მგზავრებისა და ტრანსპორტის გადაადგილებას საფრთხეს უქმნიდა.
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ბაზალეთის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.
ხარაგაულში, ახალი ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებიცხორციელდება. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი 173 890 ლარით აფინანსებს.
დღესვე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა სოფელ ხიდარში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი მოინახულეს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 25 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან 105 777 ლარით დაფინანსდა.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |