სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირების პროცესი გრძელდება. საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში ცენტრალური მაგისტრალი უკვე გაკეთდა და ამ ეტაპზე სოფლების დაქსელვა მიმდინარეობს.
მოსახლეობა ბუნებრივი აირის საკუთარ ოჯახებში შეყვანას შეღავათიანი პირობებით, 150 ლარად შეძლებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გაზით 500 - ზე მეტი ადგილობრივი ისარგებლებს. პროექტი საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანიამ განახორციელა და მასზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.
ბუნებრივი აირი შავაძეების ოჯახში საზეიმო ვითარებაში პირველად იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე-გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აანთეს. ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხვანში გაზიფიცირება ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენდა.
მხარისა და მუნიციპალიტეტის პირველი პირები საჩხერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |