სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთს ესტუმრა. პრემიერმა ქუთაისში სამვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია, იოსებ ხახალეიშვილი და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ. მშენებლობა საპარტნიორო ფონდ ,,კაპიტოლ ჰოლდინგთან" ერთად ხორციელდება. სასტუმროს, რომელიც ქალაქის ისტორიულ უბანში განთავსდება, 40 სტანდარტული ნომერი, აქედან 5 ლუქსი, 3 საკონფერენციო დარბაზი, ღია და დახურული ტიპის კაფე–რესტორნები ექნება. პროექტის ღირებულება 3 000 000 აშშ დოლარია.
დღესვე, პრემიერ–მინისტრმა და იმერეთის გუბერნატორმა წყალტუბოს ცენტრალურ პარკში მდებარე ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნეს. ცენტრში 35 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. საერთაშორისო სტანდარტების უახლესი აპარატურით აღჭურვილ დაწესებულებაში პაციენტები კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას მიიღებენ. საერთო ინვესტიციამ ამ პროექტში 4 000 000ლარზე მეტი შეადგინა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |