სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის პრეზენტაცია გაიმართა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სადგური გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს.
თანამედროვე ტექნოლოგიების სისტემა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით დამონტაჟდა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხის რეგულარული მონიტორინგის საშუალებას იძლევა. მსგავსი ტიპის სადგური საქართველოში სულ ხუთ ადგილას ფუნქციონირებს, ორი მათგანი იმერეთში, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში არის განთავსებული.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანაც მოინახულეს და იქ არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნენ. ქარხანაში უახლოეს მომავალში არსებული ფილტრები მაღალი კატეგორიის გამწმენდი ფილტრებით ჩანაცვლდება.
დღესვე, კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" ხელმძღვანელობამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტს სპეციალური დანიშნულების მანქანა გადასცა საჩუქრად. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომანქანა ქალაქში სუფთა ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
ნოემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |