სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ, საჩხერის მუნიციპალიტეტშიმიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელეს.
ქალაქ საჩხერეში ამ ეტაპზე შიდა გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში იაშვილის ქუჩის ასფალტო–ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დასრულდება, რომელზეც რეგიონული განვითარების ფონდიდან 657 777 ლარი არის გამოყოფილი.
ქალაქ საჩხერეში, ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მგზავრთა მოსაცდელების დამონტაჟების პროცესიც მიმდინარეობს. ქალაქის ტერიტორიაზე პირველ ეტაპზე 10 მოსაცდელი დაიდგმება. აღნიშნულ სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 000 ლარი დაიხარჯება.
სოფელ სხვიტორში კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ღირებულება 13 000 ლარს შეადგენს და სასმელი წყლით 40 ოჯახს უზრუნველყოფს. სოფელში წყალი რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ერთ–ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას წარმოადგენდა.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ყველა მუნიციპალიტეტში განახორციელებს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |