სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ გახსნა, რომელმაც რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და სოფლის რწმუნებულებს მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისკენ მოუწოდა.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ „საქართველოს ციფრული მაუწყებლობის სააგენტოს“, შპსსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. რეფორმის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
გრაფიკის მიხედვით იმერეთის რეგიონში ანალოგური მიწისზედა საეთერო სიგნალი18 ივლისს, დილის 10:00 საათიდან გაითიშება. მაუწყებლობის მისაღებად მოსახლეობას DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე სეთ-თოფ ბოქსი ან ტელევიზორი დასჭირდება.
მოსახლეობის მხარდასაჭერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საბანკო სექტორთან მოლაპარაკების შედეგად მიაღწია შეთანხმებას, რის შედეგადაც უკვე შემუშავდა და ამოქმედდა სეთ-თოფ ბოქსების განვადებით შესყიდვის შეღავათიანი პირობები. მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე შემუშავდა სუბსიდირება, რომლის ფარგლებშიც სოციალურად დაუცველ ოჯახებს ( 70 000 და ნაკლებისარეიტინგოქულით) ციფრული სიგნალის მიმღები აპარატურა უფასოდ გადაეცათ.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |