სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
საჩხერის მუნიციპალიტეტში ე.წ. საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა.
ქარძმანის, სინაგურისა და პერევის ადგილობრივ მაცხოვრებლებს ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრის 10 სხვადასხვა პროფილის ექიმმა პირველადი სამედიცინო მომსახურება გაუწია. გამოკვლევები იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა.
დღესვე, სოფელ პერევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამბულატორია გაიხსნა, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარებით რამდენიმე სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
პერევში, ასევე ახალი პროექტის "ჯანსაღი იმერეთი" – ს განხორციელებაც დაიწყო, რომლის ფარგლებშიც რეგიონის მუნიციპალიტეტების ამბულატორიების მედ პერსონალს ონლაინ კონსულტაციები გაეწევა. საჩხერეში უფასო სამედიცინო გამოკვლევებით 300 – ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა,მსგავსი ტიპის აქციები იმერეთის მხარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.
დღსვე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილეები: იოსებ ხახალეიშვილი და გიორგი ჭიღვარია ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |