სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. 2015 წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან მხარის 12 – ვე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდა.
ამ ეტაპზე ხორციელდება: საგზაო ინფრასტრუქტური სმოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, ფასადების კეთილმოწყობა, სკვერებისა და ქუჩების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა. ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა.
სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყო დიმი–საკრაულას გზის მონაკვეთზე, უკვე დაიგო 3 კილომეტრ ნახევრიანი ასფალტის საფარი, მთლიანობაში 12 კილომეტრის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოზე დასაქმებულ ადგილობრივებს გუბერნატორის პირველი მოადგილე გაესაუბრა და სპეციალისტთან ერთად სცადა გზის მშენებლობაში საკუთარი წვლილი შეეტანა. პაატა ნადირაძემ ვიცე–გუბერნატორთან და ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად სოფელ წითელხევში საბავშვო ბაღის მშენებლობაც დაათვალიერა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |