სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. გუბერნატორის პირველმა მოადგილემ ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება და მომსახურების სააგენტოს მოუწოდა უფრო ეფექტურად იმუშაოს, ასევე დაიცვას მოსახლეობის უფლებები. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს. 1 მაისიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების ახალი რეგულაციები შევიდა ძალაში, რაც უფრო გამჭირვალეს გახდის სააგენტოს მუშაობას. ცვლილებებია დეკლარაციის შევსებაში და ქულების მინიჭებაშიც. სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრა ამ ეტაპზე ვანსა და ბაღდათში შედგა. მსგავსი აქტივობები იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტში გაიმართება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |