სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეორე დასაქმების ფორუმი გაიხსნა. ფორუმში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 76–მდე კომპანია მონაწილეობდა, რომლებიც მათთვის საინტერესო ვაკანსიებზე დაასაქმებენ ბაზაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს. სპეციალურ ონლაინ–მისამართზე რეგისტრაცია 1300–მდე მსურველმა გაიარა. ღონისძიებას სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა სოფრომაძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, ვიცე–გუბერნატორი გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის მერი შოთა მურღულია ესწრებოდნენ.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |