სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის მხარესა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთ–ერთ რეგიონს კუიევსკო–პომორსკის შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 18 კაციანი დელეგაცია პოლონეთში გაემგზავრა. ყველა მუნიციპალიტეტიდან შერჩეული ახალგაზრდები 10 დღით ქალაქ ტორუნში შემეცნებით–გასართობ პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას. ქართველი და პოლონელი ახალგაზრდები ერთმანეთს საკუთარი ქვეყნების ისტორიას გააცნობენ. ასევე იგეგმება კუიევსკო–პომორსკის რეგიონში ღირშესანიშნავი ძეგლების დათვალიერება. მხარეებს შორის ეს პირველი ვიზიტია, რომელიც ახალგაზრდების დაახლოებას უწყობს ხელს. ქართველ ახალგაზრდებთან ერთად პოლონეთში, კუიევსკო–პომორსკის რეგიონის გუბერნატორი და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეც გაემგზავრნენ. დელეგაციის წევრები იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა გააცილეს. პოლონეთის დელეგაცია საქართველოში 4 დღე იმყოფებოდა, მათ საქმიანი შეხვედრები ქონდათ მხარის პირველ პირებთან. რეგიონებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |