სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. ვანის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოწესრიგდა შიდა გზები. ასფალტის საფარი დაიგო ტაბიძის, ბაგრატისა და სააკაძის ქუჩებზეც. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას მრავალი წლის მანძილზე ითხოვდნენ. წელს მუნიციპალიტეტში გარდა შიდა გზებისა სამუშაოები განხორციელდა სოფლებში მისასვლელ გზებზეც. ერთ კვირაში ჯვარისერი–სალხინოს გზის დაგებაც დაიწყება, რომელიც 5 სოფელსა და 3000 ბენეფიციარს მუნიციპალიტეტის ცენტრთან დააკავშირებს. დასრულებული და მიმდინარე პროექტები იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა გიორგი ჭიღვარიამ ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა ხურციძესთან ერთად დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები სპორტული კომპლექსის მშენებლობაზეც იმყოფებოდნენ. პროექტები რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |