სიახლეები

მყარი ნარჩენების მართვის პროექტი ქუთაისში

9 ივლისი, 2015

 

მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის ფარგლებში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი და გერმანიის განვითრების ბანკის (KFW) წარმომადგენლები იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს პაატა ნადირაძეს და ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ.
პროექტი ქუთაისში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობას, ძველის დახურვას, ნარჩენების შეგროვებას, ქალაქის დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებასა და ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობას მოიცავს. ასევე მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებსაც. აღნიშნული პროექტისთვის ევროკავშირმა გრანტის სახით 20 მილიონი ევრო გამოყო.