სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
"13 ივნისი – მე მტკივა თბილისი" – აღნიშნული სლოგანით ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ღინისძიების ინიციატორი და ორგანიზატორი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია იყო. კონცერტში პროფესიონალ მუსიკოსებთან და მსახიობებთან ერთად, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებმაც მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების ბოლოს თეატრში შეკრებილ საზოგადოებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ მიმართა.
"13 ივნისის ტრაგედიამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოიწვია ჩვენს მოქალაქეებში და სწორედ ამის მაგალითია დღევანდელი საქველმოქმედო საღამოც, საიდანაც შემოსული თანხა სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება". – განაცხადა გივი ჭიჭინაძემ
მსგავსი ტიპის საქველმოქმედო ღონისძიებები იმერეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართა.
ოქტომბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |