სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
ქუთაისში იძულებით გადაადგილებულ პირთა 35 ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლის გასაღები საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ გადასცეს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა ახალი ბინები დევნილ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს. მათი განცხადებით, ეტაპობრივად ყველა ლტოლვილი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით.
დღესვე, დევნილებისათვის უპრეცედენტო მასშტაბის მშენებლობა დაიწყო შარტავას ქუჩაზე, რომელსაც საფუძველი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა ჩაუყარეს. საქართველოს პარლმანეტის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 წლის მანძილზე 25 კორპუსი აშენდება, სადაც 2000 ოჯახი შესახლდება. პირველ ეტაპზე ორი 16 სართულიანი კორპუსის მშენებლობა განხორციელდება და 160 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება. ამ დრომდე იმერეთის რეგიონში საცხოვრებელი ფართი 850 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |