სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის ფარგლებში, სარკინიგზო სადგურ "ძირულასთან" ახალი გვირაბის მშენებლობა დასრულდა. 962 მეტრი სიგრძის გვირაბი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, "საქართველოს რკინიგზისა" და საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელებმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს. პროექტის მიხედვით იმერეთის რეგიონში, ასევე დაგეგმილია ხარაგაული–ზესტაფონის 23 კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის სრული რეკონსტრუქცია. საერთო ჯამში კი 6 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა განხორციელდება.
"საქართველოს რკინიგზის" მოდერნიზაციის პროექტის ღირებულება 260 მილიონ შვეიცარულ ფრანკს შეადგენს და 2019 წლის ნოემბერში დასრულდება. მოდერნიზაციის შედეგად ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 65 მილიონ ტონამდე გაიზრდება და ასევე, შემცირდება ეკოლოგიური რისკები მოლითი–ხარაგაულის სარკინიგზო უბანზე. პროექტის დასრულების შემდეგ სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებული საოპერაციო საქმიანობაც გაუმჯობესდება, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლით მგზავრობის დრო კი თითქმის ერთი საათით შემცირდება.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |