სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის მხარესა და პოლონეთის რესპუბლიკის ერთ–ერთ რეგიონს კუიავსკო–პომორსკის შორის განზრახულებათა შესახებ წერილს მოეწერა ხელი. აღნიშნული დოკუმენტი რეგიონებს შორის ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლების გაცვლით ვიზიტებს გულისხმობს. ასევე, კუიავსკო–პომორსკის ბრიუსელის საინფორმაციო ოფისში, დაგეგმილია სტაჟირების პროგრამა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის.
პოლონეთის დელეგაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ და ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა უმასპინძლეს. შეხვედრაზე კუიავსკო–პომორსკის რეგიონის გუბერნატორმა პიოტრ ცოვბეკიმ და რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ ქართველ და პოლონელ ხალხს შორის კულტურული ურთიერთობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ტურნე პოლონეთში, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე არის დაგეგმილი. იმერეთის გუბერნატორმა კი პოლონეთის რესპუბლიკის იმ წარმატებებისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა, რომელსაც სახელმწიფომ ბოლო 25 წლის განმავლობაში მიაღწია.
კუიავსკო–პომორსკის და იმერეთის რეგიონებს შორის პირველი თანამშრომლობის მემორანდუმი 2014 წელს გაფორმდა. აღნიშნულის ფარგლებში პროექტი "პარტნიორობა დემოკრატიული განვითარებისათვის" მომზადდა, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარებასა და გამოცდილების გაზიარებას სოციალური, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს იმერეთი ევროპის რეგიონთა ასამბლეას შეუერთდება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მხარის ცნობადობას ევროპულ ორგანიზაციებში და აამაღლებს რეგიონის პოტენციალს საერთაშორისო ურთიერთბებში.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |