სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან და გამგებლებთან შეხვედრა გამართა. სამუშაო თათბირს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე უძღვებოდა.
შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობაზე იმსჯელეს. დასახელდა მუნიციპალიტეტები, სადაც აღნიშნული მიმართულებით გარკვეული ხარვეზებია და ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც დაისახა. ინფრასტრუქტურის სამინისტრო რეგიონებში ყოველკვირეული მონიტორინგის წარმოებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც პროექტების შესრულების ვადები მაქსიმალურად გაკონტროლდება. შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა 2016 წლის პროექტების სამოქმედო გეგმის შედგენაზე, სადაც მუნიციპალიტეტებმა მომავალში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები და მათი შესრულების გრაფიკი უნდა წარმოადგინონ.
ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ცალკეულ რაიონებში წყალგაყვანილობასთან, გარე ვაჭრობასთან, მშენებლობის ნებართვის გაცემასა თუ სხვა პრობლემურ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობა თხოვეს. თენგიზ შერგელაშვილმა კი თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობების ფუნქციების გაზრდაზე, პრიორიტეტების განმსაზღვრელი დოკუმენტაციის შემუშავებაზე, მისი მომზადების პროცესში ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე ისაუბრა. აღნიშნული ინიციატივა მუნიციპალიტეტების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას ისახავს მიზნად.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |