სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 12–ვე მუნიციპალიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე და ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე ისაუბრეს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის მთავარ სპეციალისტ კონსტანტინე ჭარხალაშვილთან ერთად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის ტურიზმის თემაზე მომზადებული პრეზენტაცია გამართა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელს 5 თვეში იმერეთში 9318 ტურისტი შემოვიდა, ხოლო 2015 წლის ამავე პერიოდში გაცილებით მეტი-29562. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ არსებული ტენდენციის შესანარჩუნებლად სრულად უნდა იყოს გამოყენებული თითოეული მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში, ასევე ამომწურავად იყო ასახული რეგიონის ისტორიული, ბუნებრივი ძეგლებისა და ტურისტებისთვის მიმზიდველი კურორტების ჩამონათვალი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახალხო და რელიგიური დღესასწაულების უფრო მასშტაბურად აღნიშვნის საჭიროებაზეც, რაც უცხოელ ტურისტებში მხარის პოპულარიზაციას მოახდენს. უახლოეს მომავალში თითოეულ მუნიციპალიტეტს საინფორმაციო ბუკლეტები და სპეციალური რუკა ექნება ტურისტებისთვის.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |