სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე გიორგი ჭიღვარია და ქუთაისის მერი შოთა მურღულია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიმდინარეობას გაეცნენ.
აღნიშნულ პროგრამაში თბილისის შემდეგ ქუთაისიც ჩაერთო. ადგილობრივ პაციენტებს უკვე შეუძლიათ მიმართონ მულტიპროფილურ ჰოსპიტალ ,,მედიქალსიტის", სადაც მათ უფასოდ გადაეცემათ ძვირადღირებული მედიკამენტები.
იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და სამედიცინო დაწესებულება ,,მედიქალსიტის" გენერალური დირექტორი გია გრძელიძე შემდგომ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც ჰოსპიტალი იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიური მიმართულებით უფასო კონსულტაციებს ჩააატარებს.
დღესვე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა ,,მედიქალსიტის" ექიმებს მადლობის სიგელები გადასცა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |