სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის სხდომათა დარბაზში იმერეთის რეგიონის შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის ვიცე–მერი ნოდარ მიქიაშვილი და რეგიონის შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ვიცე–გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა მიმართა და მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ კი დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქართველოს მთავრობისა და სააგენტოს ახალი ინიციატივები გააცნო. კონკურსების განხორციელების შესახებ პრეზენტაცია სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ლაცაბიძემ და ექსპერტ-ანალიტიკოსმა ალექსანდრე ჩხიკვიშვილმა წარმოადგინეს. დღესვე, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ჯაიანმა მოწვეულ სპეციალისტებს კონკურსების განხორციელებისას საჭირო პროცედურები სატესტო რეჟიმში აჩვენა.
აღნიშნული შეხვედრები „ღია მმართველობისპარტნიორობის“ (Open government Partnership – OGP)ფარგლებშიმიმდინარეობს. ქუთაისში პრეზენტაცია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის აქტიური ჩართულობითა და ორგანიზებით ჩატარდა.
პრეზენტაციის შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებმა შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |