სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს,
ჭიათურის, ხარაგაულის, ხონისა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტებში
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციამ კიდევ ერთი გასვლითი რეგიონული თათბირი ვანის მუნიციპალიტეტში გამართა. სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძემ გამგებლებთან ერთად, 2015 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ იმსჯელა.
მხარის 12 – ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სამუშაოები. ამ ეტაპზე ხორციელდება: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, ფასადების კეთილმოწყობა, სკვერებისა და ქუჩების რეაბილიტაცია. შეხვედრაზე ასევე, იმერეთში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს.
რეგიონულ თათბირს გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე–გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღესვე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვანის ცენტრალური სტადიონი და სპორტული კომპლექსი დაათვალიერა.
დეკემბერი 2024 | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 | 31 |