სიახლეები

ხარაგაულში რეზო თაბუკაშვილის ბიუსტი გაიხსნა

26 ივნისი, 2015

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მწერლის, დრამატურგის, რეჟისორისა და მთარგმნელის რეზო თაბუკაშვილის ბრინჯაოს ბიუსტი იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და რეზო თაბუკაშვილის შვილმა ლაშა თაბუკაშვილმა გახსნეს.

ღონისძიებების ფარგლებში რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დაარსებიდან 20 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოც გაიმართა, ნაჩვენები იყო იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი ,,მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები".

საიუბილეო ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და საზოგადოების ცნობილი წევრები დაესწრნენ.