სიახლეები

იმერეთში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების შესახებ საკოორდინაციო სხდომა გაიმართა

27 თებერვალი, 2025
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმერეთში დიდთოვლობით გამოწვეული შეფერხებების შესახებ საკოორდინაციო სხდომა გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ, სახელმწიფო რწმუნებულისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
 
სხდომას იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები, სამინისტროების რეგიონული სამსახურების უფროსები, ,,ენერგო პრო ჯორჯიასა” და ,,სოკარ გაზის” წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
სხდომაზე როგორც განხორციელებულ სამუშაოებზე ასევე სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს.
 
რეგიონში ამ ეტაპზე 173 ერთეული ტექნიკით თოვლის საფარისგან იწმინდება, როგორც მუნიციპალიტეტების ცენტრები ასევე სოფლებამდე მისასვლელი გზები.