დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
იმერეთში თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
25 თებერვალი, 2025
იმერეთში თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკით იწმინდება, როგორც ადმინისტრაციული ასევე სოფლის გზები. შესაბამისი სამუშაოები საჭიროებებიდან გამომდინარე გვიან ღამით დაიწყო და ამ ეტაპზეც აქტიურად გრძელდება.
რეგიონში ამ დროისთვის 50-მდე ერთეული ტექნიკით მიმდინარეობს თოვლის საფარისგან წმენდის სამუშაოები, ასევე იწმინდება საფეხმავლო ბილიკები.
თოვლის საფარის დონე ქვედა ზონაში 10-40 სანტიმეტრამდეა, ხოლო მაღალმთიან სოფლებში 70-80 სანტიმეტრს აღწევს.