დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
ლევან ზალკალიანი ხონის მუნიციპალიტეტში ''სოფლის მხარდაჭერის პროგრამის'' ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო
19 თებერვალი, 2025
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ხონის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო.
ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად სოფლის კრებები გუბის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ესწრებოდნენ.
სოფლად განსახორციელებელ პრიორიტეტულ პროექტთა შორის ადგილობრივებმა სასოფლო ბიბლიოთეკის შენობის, გარე განათებისა და ხიდ-ბოგირების კეთილმოწყობა დაასახელეს.
ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები ხონში საერთო კრებების ფორმატში 17 თებერვალს დაიწყო და 19 თებერვალს დასრულდება.