სიახლეები

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

15 თებერვალი, 2025
ორპირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: მანდიკორი, შუყერი, ლაფეთი, ჯონია, ოხომირა, კოკა, ნაბოსლევი, ქვედა ჭყეპი, ზედა ჭყეპი დასახლების საერთო კრებები გაიმართა, ხოლო სოფელ ორპირში ამომრჩევლებთან კონსულტაცია.
 
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერ, დავით ჩერქეზიშვილთან ერთად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრო და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები მოისმინა.
 
პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტები შეირჩა ყველა სოფელში, მათგან ძირითადად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: ჭაბურღილების მოწყობა, სასაფლაოების შემოღობვა და შიდა სასოფლო გზების ბეტონის საფარით მოწყობა.
 
ტყიბულის მუნიციპალიტეტისათვის პროგრამით გამოყოფილი თანხა 542 000 ათას ლარს შეადგენს, აქედან 112 000 ლარი ორპირის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისთვისაა განსაზღვრული.
 
შეხვედრები ტყიბულის მუნიციპალიტეტში 11 თებერვალს დაიწყო და 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.