დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
იმერეთის რუკა
სიახლეები
იმერეთში ''სოფლის მხარდაჭერის პროგრამის'' ფარგლებში შეხვედრები 535 სოფელში ჩატარდება
14 თებერვალი, 2025
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერი პროგრამის ფარგლებში იმერეთში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა დაიწყო.
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები მოსახლეობასთან რეგიონის 535 სოფელში ეტაპობრივად მიმდინარეობს. მოსახლეობა საერთო კრებებზე იღებს გადაწყვეტილებას რა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდეს მათ დასახლებაში.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი სამტრედიისა და ზესტაფონის მერებთან ერთად, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრო და პრიორიტეტული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
პროგრამის ფარგლებში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება:
სასმელი წყლის სისტემები ( მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენი, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები და ა. შ);
სარწყავი სისტემები;
სანიაღვრე არხები;
ნაპირსამაგრი სამუშაოები;
გზები და გზისპირა მოსაცდელები;
ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები;
გარე განათება;
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
ამბულატორიის შენობები;
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
სკვერები, მათ შორის საბავშვო სკვერები- შესაბამისი ინვენტარით. სარეკრეაციო სივრცეებით და შესაბამისი ინვენტარით;
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარით;