სიახლეები

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

8 თებერვალი, 2025
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა, გვირგვინით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი და პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას.
 
,,დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა. მეფე დავითი ერთიანი და ძლიერი საქართველოს სიმბოლოა. მისი ნაყოფიერი მოღვაწეობიდან 900 წლის შემდეგ ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით” - ლევან ზალკალიანი.
 
"დავითობის" ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, "მრავალჟამიერი " შეასრულა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.