სიახლეები

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გაიხსნა

24 იანვარი, 2025
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში აგრძელებენ.
 
ახლად რეაბილიტირებული სკოლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად, გახსნა.
 
ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მასწავლებლებსა და მოსწავლეებს განახლებულ სასწავლო სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცეს.
 
200 მოსწავლეზე გათვლილი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა. პროექტის ღირებულება 3 404 429.40 ლარს შეადგენს.
 
სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: მოეწყო ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი.
 
ამჟამად სკოლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გარე მოედნის მოწყობა, რომელიც თებერვლის დასაწყისში დასრულდება.