სიახლეები

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ზესტაფონში, რეაბილიტირებული საჯარო სკოლა დაათვალიერა

24 იანვარი, 2025
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქალაქ ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებულ მე-4 საჯარო სკოლას ეწვივნენ, სადაც განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ.
 
სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.
 
სკოლის შენობა, რომლის რეაბილიტაციის ღირებულება 6 227 659.74 ლარია, 1040 მოსწავლეზეა გათვლილი.
 
სასწავლო სივრცეების პარალელურად, სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტული და სააქტო დარბაზები. ამასთან, კეთილმოწყობილია ბიბლიოთეკა, სასადილო, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.
 
შენობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის: დამონტაჟდა ლიფტი, სანიტარული კვანძები და პანდუსი.
 
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო სკოლის გარე სივრცე და სპორტული მოედანი.