იმერეთის დიდი მეფის სოლომონ I-ის ძეგლი, სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩერქეზიშვილმა გვირგვინით შეამკეს.
,,ხრესილის გმირობიდან 267 წელი გავიდა. ისტორიამ შემოგვინახა იმერეთის დიდი მეფის სოლომონ I-ის გმირობა, სამშობლოსთვის თავდადება და ერთგულება. ჩვენი ვალია გავიხსენოთ ქართველი მეფეების მოღვაწეობის პერიოდი და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.
ყველა ეპოქაში ჩვენი ქვეყანა სულ იღწვოდა განვითარებისა და პროგრესისთვის, ასევე ქართველი ხალხი ყოველთვის გონივრულად იღებდა და იღებს გადაწყვეტილებებს სამშობლოს საკეთილდღეოდ. მე მჯერა, რომ საქართველო არასდროს შეწყვეტს წინსვლას და მალე ჩვენი ქვეყანა იქნება ერთიანი, უფრო ძლიერი და მსოფლიო პოლიტიკის ღირსეული წარმომადგენელი” - ლევან ზალკალიანი.
ხელისუფლების წევრებმა ხრესილობის დღესასწაულის დამკვიდრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დააჯილდოვეს ხრესილის სკოლის პედაგოგები.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის ოცეულმა.
დღესვე, ღონისძიების მონაწილეებმა სოფელ ხრესილში, ხრესილის ბროძოლის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.