ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 200-მდე დევნილ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცა.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ, 16-სართულიან კორპუსში, 800 ბინას აერთიანებს.
შერვაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა მიმდინარეობს - პროექტის ფარგლებში, მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში - თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს.
საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.