სიახლეები

ქალაქ სამტრედიაში კახა კალაძის სახელობის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

18 ოქტომბერი, 2024
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სხვა მიწვეულმა სტუმრებმა.
 
პროექტის ფარგლებში, სამტრედიის საფეხბურთო ცენტრში ორი სტანდარტული ზომის ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო განათებით, ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნით. ამას გარდა, აშენდა ადმინისტრაციული შენობა გასახდელებითა და ადმინისტრაციული ოთახებით.
 
პროექტი ფიფას პროგრამა FORWARD-ის უეფას პროგრამა Hat Trick-ისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით განხორციელდა.
 
აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას ადგილობრივი ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და გოგონათა გუნდები სრულიად უფასოდ შეძლებენ.