სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეტ უორდის უმასპინძლა

3 ოქტომბერი, 2024
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლევან კიკნაველიძემ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ახალ ელჩს გარეტ უორდის უმასპინძლა. დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვიზიტი გაცნობითი ხასიათის არის.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობასა და საერთო პროექტებზე.
 
შეხვედრაზე ლევან კიკნაველიძემ რეგიონის განვითარების მთავარ ასპექტებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
 
მხარეებმა ასევე სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის აუცილებლობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე გაამახვილეს ყურადღება.