სიახლეები

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

20 სექტემბერი, 2024
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ლევან ზალკალიანმა რეგიონის მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. ასევე ყურადღება გამახვილდა მოქალაქეების საჭიროებებზე მორგებული პროგრამების გაუმჯობესებასა და მიზნობრიობაზე.
 
ასევე, მხარის რწმუნებულმა თითოეული მერისგან მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა ფონდებიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.
 
სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.