იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძე ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა. ქართულმა დელეგაციამ კუეიჭოუს პრივინციაში სხვადასხვა უწყებებთან გამართა შეხვედრები.
კონფერენციის- “International Friendship Cities Cooperation Conference 2024” ფარგლებში, რომელიც პირველად გაიმართა კუეიჭოუს პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ ქ. კუეიიანგში, ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს იმერეთის რეგიონსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარების შესახებ“.
ქართული მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ბესიკ გოფოძემ, ხოლო ჩინური მხრიდან კუეიჭოუს პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ცაი ჩაოლინმა.
ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე.
კონფერენციის ფარგლებში ისაუბრეს თემაზე „მეგობრული თანამშრომლობა საერთო განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“. დისკუსიისას ორი ძირითად თემაზე, ეკონომიკურ და სავაჭრო გაცვლების გააქტიურებასა და თანამშრომლობის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.
ასევე გაიმართა კუეიჭოუს საერთაშორისო დამეგობრებული ქალაქების ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა", სადაც იმერული ღვინოები იყო წარმოდგენილი.
კუეიჭოუ ამჟამად ახორციელებს მაღალი ხარისხის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ხელს უწყობს ინდუსტრიალიზაციის, ურბანიზაციის, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციისა და ტურიზმის ახალ რეფორმებს, რისი მიზანიც არის გარე სამყაროსთან უფრო მეტად დაკავშირება.