სიახლეები

სამტრედიის N 2 სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

16 სექტემბერი, 2024
სამტრედიის N 2 სამუსიკო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
 
გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე.
 
რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, სამუსიკო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა შენობის ფასადი, ინტერიერი, საკლასო ოთახები, საკონცერტო დარბაზები, შეიცვალა გადახურვა, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემა.
 
მე-2 სამუსიკო სკოლაში ამ ეტაპზე 130 მოსწავლე სწავლობს.
 
სკოლის განახლების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.