ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა და სხვა მიწვეულმა სტუმრებმა მიულოცეს.
,,თითოეულ თქვენგანს გილოცავთ ამ თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყებას.
პირველკურსელებო, თქვენ დაუღალავი შრომით მიაღწიეთ დასახულ მიზანს და იწყებთ ახალ ეტაპს, რომელმაც უნდა შექმნას თქვენი და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე.
წელს უნივერსიტეტში 1957 პირველკურსელი ჩაირიცხა, აქედან 194 სტუდენტი მოპოვებული გრანტების საფუძველზე სახელმწიფოს დაფინანსებით ისარგებლებს, რაც სასიხარულოა.
გახსოვდეთ, თითოეულმა თქვენგანმა საკუთარ თავს ბედნიერი მომავალი, ხოლო ქვეყანას კეთილდღეობა და წარმატება უნდა მოუტანოთ. ამ წარმატების მიღწევაში კი ეს პროფესორ-მასწავლებლები დაგეხმარებათ, სწორედ მათი შრომის შედეგია განათლებული თაობების აღზრდა.
სტუდენტებო, გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას თქვენს მიერ არჩეულ ცხოვრების გზაზე. მე დარწმუნებული ვარ ყველა რესურს გამოიყენებთ განვითარებისთვის” - ლევან ზალკალიანი.
საქართველოს მასშტაბით დღეს, ახალი სასწავლო წელი დაიწყო ყველა საჯარო სკოლასა და უმაღლესი სასწავლებლების უმრავლეს დაწესებულებაში.